среда, 11 сентября 2013 г.



პროექტის სახელწოდება
ქართული კულტურის ძეგლები ტაო––კლარჯეთში
პროექტის მოკლე აღწერა
მოსწავლეთათვის  თემატური    ექსკურსიის ორგანიზება
პროექტის სრული აღწერა
პროგრამული თემის შერჩევის შემდგომ ვგეგმავთ  თემატურ––– სასწავლო ექსკურსიის პროექტს,სათანადო  პროგრამული მოთხოვნების გათვალისწინებით.ვითვალისწინებთ  შესაბამის აქტივობებს და რესურსებს.ვაკეთებთ ხარჯთაღრიცხვას და მოვიძიებთ შესაბამის თანხებს.
მონაწილეთა ასაკი
16––17 წელი.
ვადის ხანგრძლივობა
პროექტი   ხორციელდება 3 თვე.მისი პრეზენტაცია შესაძლებელია როგორც ერთ––ერთ გაკვეთილზე,ასევე  უფრო ფართო  მასშტაბით.
პროექტის შესაძლო  აქტივობები
ინფორმაციის მიღება, ფოტოების გადაღება,ვიდეოკოლაჟის შექმნა,პრეზენტაცია,ტექსტის შექმნა,კითხვა,ერთმანეთთან თანამშრომლობა.პროექტის განხორციელების პროცესში ჩაბმულია საგნის მასწავლებელი,კლასის დამრიგებელი,რომლებიც კოორდინაციას უწევენ  პროექტის ორგანიზაციას.

მოსალოდნელი შედეგი 
 პროექტის დასრულების შემდეგ სახეზე იქნება თემატური ბუკლეტი პროგრამით გათვალისწინებული თემატური ექსკურსიის სრული აღწერით და სათანადო  ვიზუალური ინფორმაციით.გამართავენ დისკუსიას,დაეუფლებიან ფოტოების განთავსებას ინტერნეტში შექმნილ  ვებ––ბლოგებზე.
სასარგებლო  სხვებისთვის
 ხელმისაწვდომია მათთვის,ვინც ჯერ პროექტში არ არის ჩართული, ნახავენ მასალებს ინტერნეტში.საჭიროების შემთხვევაში    გამოიყენებენ   სხვა მოსწავლეები .
სამუშაო ენა
 ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან კავშირი
 ინტეგრირებულია ქართულ ენასთან,ისტორიასთან,გეოგრაფიასთან, პროექტი ხორციელდება ამ საგნის პედაგოგების მხარდაჭერით და სრულად იქნება შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პროექტის ფასილიტატორი
ნ.ლებანიძე,94–ე საჯარო lebanidzenato@mail.com
ელ–ფოსტა:
 lebanidzenato@mail.com
lebanidzenato.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий